Wednesday, September 10, 2014

მეცხრე დღე
 დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
 მაია ბაარბაქაძე- პროექტი-,, ელექტროენეგია და ჰიდროელექტროსადგურები. " მიზანია ბავშვებს ქონდეთ წარმოდგენა ელექტროენერგიის გამომუშავებასა და გადაცემაზე. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია  იყო.
მაია ღარიშვილი- პროექტი ,,სამკურნალო მცენარეების გაცნობა უცხოელი ტურისტებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის". მისი დანიშნულებაა გავეცნოთ მცენარეების სამკურნალო თვისებებს და გავაცნოთ გერმანელ ტურისტებს. ძალიან საინტერესო

ლოლა გელაშილი - ,,საქართველოს კუთხეები".  მიზანია კუთხეების გაცნობა, რომელიც  საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის. 

ეკა ფანჯაკიძე - ,,გრიგოლ ხანძთელი და უბისის მონასტერი".  მიზანია ბავშვებმა უფრო მეტი იცოდნენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შესახებ უბისის მონასტერნთან დაკავშირებით. . ძალიან საინტერესოა

ხათუნა ცხელიშვილი - ,,კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა"  კომფლიქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება ალბათ არც ისე საინტერესოა, მაგრამ რადგან უნდა მოიძიენ ინფორმაციები და რომელიმე კომფლიქტის ინსცენირებაც უნდა გაითამაშონ სახალისო და დასაფიქრებელი იქნება მოსწავლეებისათვის და ალბათ ყოველთვის აარიდებენ თავს თვითონ კომფლიქტს.

დოდო ლილუაშილი - ,,ფართობი და საზომი ერთეულები" - მიზანია საზომი ერთეულების შესახებ მეტი ინფრომაციის მიღება. . მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისათის.

ქეთევან გოგოლაძე - ,,დიალექტიზმები იმერულ მეტყველებაში''. მიზანია სალიტერატურო ენით საუბარი დიალექტიზმების გარეშე. შეადარებენ ადრინდელ და დღევანდელ დიალექტიზმებს და იმედია შეეცდებიან პროექტის განხორციელების შემდეგ ისაუბრონ სწორად. ძალიან საინტერესოა

 ირმა მუმლაძე - ,,ხევისბერი თუ კანონი".  ძველი დროის ხევის კანონებსა და დღევანდელი კანონების ერთმანეთან შედარებით ბავშვებს პროექტის დასასრულს ექნებათ კანონზე და მის დაცვაზე მეტი ინფორმაცია.

ნატო ბლიაძე - ,,ადამიანის უფლებები".  მიზანია უფრო მეტი იცოდნენ ადამიანის უფლებებიზე და მათ დაცვაზე. .
ნანი გაბუნია - ,,ციური სხეულების მოცულობის გამოთვლა".  მიზანია ბავშვებმა მიღებული ცოდნა მოცულობაზე რეალურად გამოიყენონ და შეძლონ თვითონვე გაზომონ სხვადასხვა სხეულის მოცულობა

თეა ბლიაძე - ,,დასავლეთ საქართველოს ისტორიულ არქიტექტურული ძეგლები".  მიზანია მოსწავლეებმა იცოდნენ ძეგლების მნიშვნელობა.  პროექტი საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის.

გვანცა ხადილაშილი - ,,ინგლისური ენის როლი თანამედროვე საზოგადოებაში".  მიზანია უკეთ შეისწავლონ ინგლისური ენა. დღეს მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა,  სასარგებლო და საინტერესო პროექტია.
მე ვარ სოფიკო წიქარიშვილი. ჩემი პროექტია ,,მცენარეთა გამრავლება"  რომლის მიზანია მისწავლეეებმა გაიგონ მეტი მცენარის მნიშვნელობაზე და მოახდინონ რეალურ ცხოვრებაში მცენარის გამრავლება
დიდ მადლობა ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისთვის. ეს ტრენინგი სასარგებლო იქნება ჩემთვის პროექტის შესადგენად

No comments:

Post a Comment